ძამას ხეობაში, ხანძრის შედეგად 7-მდე სახლია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართული.
ძამას ხეობაში, სოფელ ელბაქიანთკარში ხანძრის გაჩენის გამო, ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ “მოზაიკას” მერის წარმომადგენელმა ელბაქიანთკარში, მალხაზ სანებლიძემ განუცხადა.
“პოლიციამ დაათვალიერა, 4 სახლია დამწვარი. ერთი ადგილობრივი დააკავეს. ვეძებდით, ვინ დაანთო ცეცხლი და პოლიციამ დააკავა”, – აცხადებს სანებლიძე “მოზაიკასთან”.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

