საზოგადოება ჯანდაცვა

ლიმონი და შაქარი: სასწაული რეცეპტი მუდამ ახალგაზრდა კანისთვის

ლიმონი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა სახის კანის მოსავლელად. ის კანს მკვდარ უჯრედებს აცლის, მასში შემავალი ცე ვიტამინი კი კანზე მუქი ლაქების გაჩენას უშლის ხელს.

ლიმონის წვენი ათი წუთით შეიზილეთ და დაიტოვეთ სახის კანზე, რის შემდეგაც თბილი წლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ კიტრის ნაჭრებით გაიწმინდეთ სახე. გააკეთეს ეს ყოველდღიურად და ბრწყინვალე ეფექტს მალევე შეამჩნევთ.

ასევე, ლიმონის წვენი თაფლთან ერთად კანის მოვლის გამოცდილი ხერხია. ნახევარი ლიმნის წვენი და ორი სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა გაიჩერეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ ლიმონის წვენს შევურევთ შაქარს და მიღებულ მასას სახის კანზე წავისვამთ, ეს დაგვეხმარება პილინგში, ანუ კანის აქერცვლასა და მკვდარი უჯრედების მოშორებაში. მასა თითების წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახის კანზე, დაიტოვეთ 10 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

იტვირთბა....