[su_quote]როდესაც ქვეყნიდან გადის ჩვენი მოსახლეობა, აქ არის ორი ფაქტორი – ერთი, როდესაც მიდიან და ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაჩვენებელი რაც არის ფულადი გზავნილები ანუ როდესაც მიდიან და საზღვარგარეთიდან გზავნიან ფულს, სამუშაოდ იქნება, სასწავლებლად იქნება… რასაც დადებითი ეფექტი მოაქვს ქვეყნისათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის, რომ ქვეყნიდან გადიან და ქვეყანაში ადამიანური კაპიტალი არ რჩება. ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ინიციატივაა, რომ ეს დინება შეაკავოს. თუმცა, ისევე როგორც საქართველოში, რეგიონში და ყველგან, ეს ტენდენცია არსებობს. არის დაგეგმილი არაერთი ღონისძიება, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა, ის, რომ ეს ტენდენცია არსებობს და გაედინება ძალიან სამწუხაროა. თუმცა, ორივე მხრიდან უნდა შევხედოთ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის დადებითი ნაწილისთვის, ასევე უარყოფითისთვისაც[/su_quote]
განუცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა “მეტრონომს” საქართველოდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ემიგრაციაში წასვლის თემის კომენტირებისას.