პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ბუკა პეტრიაშვილი Facebook-ზე ტრადიციულად, უკრაინაში გასული დღის განმავლობაში არსებული მდგომარეობის შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს.
“დავიწყოთ იმით, რომ დამოუკიდებლობის დღეს ურდოს კიდევ 2 “ალიგატორი” კა-52 დაამიწეს ჩვენებმა სამისდღემჩიოდ! მიყვარს როცა ურდოს ნიანგები ვეღარ იფრენენ!
ასევე უკუნითი უკუნისამდე განადგურდა ხერსონში გადასასვლელი ყველა ხიდი! ცხადია, ყველა ვხვდებით, რომ ამას ჩვენები მიზანში სროლის გასაუმჯობესებლად არ აკეთებენ! 24 ში ხო აღიმართა დროებით ოკუპირებულ ხერსონში, მარიუპოლში და მელიტოპოლში უკრაინული დროშები და დაიწვა ურდოსი, მალე მოვა დრო, რომ ამ ტერიტორიებზე სრულად აღდგება ჩვენების კონტროლი!
ამსიობაში, 28 ივნისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით ჩვენებმა გაანადგურეს ურდოს:
154 შეიარაღებია საწყობი;
91 ბაზა;
4 ყაზარმა;
8 საკომანდო პუნქტი;
5 სამხედრო შტაბი;
4 ნავთობბაზა!
დღეს გადაცდება მკტარი ურდოსების რიცხვი 46 ათასს!
ვერცერთი მიმართულებით – ბახმუტის, სლავიანსკის, ხარკოვის, კრამატორსკის და იუჟნობუგის მიმართულებით ურდო აგერ უკვე რამდენი დღეა ვერ მიიწევს წინ!
პუტლერი საგონებელშია და ამიტომ მითამ გამოსავალი ჰპოვა, 2023 წლიდან აპირებს გაზარდოს პირადი შემადგენლობა 137 ათასი ორკით! ნანახია ეგ კინო საბჭოთა კავშირის ავღანეთში ომის დროს! რითიც დამთავრდა ყველაფერი, კი გახსოვთ!
ურდოს მინისტრი შოიგუ უბნობს, შეგნებულად გვაქვს შეტევა შენელებულიო! აქ უნდა იყოს ნიკა არაბიძის ვიდეო ანეკდოტი, ისემც…
არავითარი საფუძველი არ მაქვს არ დავუჯერო ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს, რომელიც ჰამბობს, რომ ურდომ უკვე დაკარგა მოკლულ დაჭრილ დატყვევებულებით 80 ათასი ორკი! მსოფლიოში მეორე არმია ქაღალდზე ვის აღმოაცნდაო? ვენაცვალე უკრაინელებს და მათთან ერთად ჩვენს მაგარ მებრძოლ ბიჭებს!
გუშინ ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა! მოლტო კმაყოფილიტო იყო ზელენსკი! 3 მილიარდის დახმარებაში ინგრეთი რამე რუმეები იქნება, სულ გადაიჰკეტამს უკრაინის ცასაო! კიდო ზემოდან 3 მილიარდი ნაღდი ფულით წავა უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად! ნუ თალიბების ქიშმიშთან და ბალახეულთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც რაც კარქია, კარქია!
ჰამაც, აწი აშშ-ს ჩართულობას უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დეერქმევა “ოპერაცია” და თავისი ხელმძღვანელი გენერალი ეყოლება! ძალიან კონკრეტულ კონტურებს იძენს ეს ყველაფერი! საცოდავო ურდოსებო, თქვენ ებარებოდეთ ქალწულთ სკაბეევასა და სიმონიანს!
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა რეაქტორი გაჩერდა! ეს იდიოტები მართლა ასანთით სხედან ნავთობის დიიიიდ ავზთან და ეთამაშებიან ცეცხლს! კაი ამბავი ისაა რომ როგორც იქნა ატომური ენერგიის სააგენტოს მისია ჩააღწევს 5 სექტემბრამდე ზაეს-ზე!
გერმანული გეპარდები გამოჩნდა უკრაინაში! რავარც იქნა!
20 ჰაიმარსი აქვს უკვე ჩვენებს! 40 ექნებათ, ურდოსებს რაც პ ზე იწყება, ყველაფერი შეზიზღდებათ!
ურდო განადგურდება!
უკრაინა გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გაუმარჯოს უკრაინის და საქართველოს ბრძოლა პუტლერ/პუილოს ბოროტების წინააღმდეგ!”, – წერს პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.