aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ დევნიდა” – გოგაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, – აღნიშნულის შესახებ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა წერილი გამოაქვეყნა.

წერილის მიხედვით, სოსო გოგაშვილი ხსენებულის გამო უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ბოდიშს უხდის.

“ჩვენს მეგობარ უკრაინას, რომელიც ოკუპანტებთან ომს აწარმოებს, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და რაშისტებზე გამარჯვება ვუსურვო. ეს ჩვენი, ქართველების გამარჯვებაც იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ მეომრებს იმ თავგანწირვისა და გმირობისათვის, რასაც ისინი ფრონტის წინა ხაზზე ავლენენ.

ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ბიჭებს ბოდიში მოვუხადო, რადგან მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ და მათ ახლობლებს დევნიდა, ავიწროვებდა, უთვალთვალებდა და იძულებულს ხდიდა, ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და სურვილი ჰქონდათ, რუსეთის სისტემის წინააღმდეგ ებრძოლათ. ეს დევნა დღემდე გრძელდება, რაც ბიჭებმა კარგად იციან. მიიღეთ პირადად ჩემგან ბოდიში იმ სამარცხვინო საქციელის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დამთავრდეს. უფალი გფარავდეთ და წმინდა გიორგის მადლი და ძალა გეწეოდეთ, დიდება და გამარჯვება საქართველოსა და უკრაინას. სოსო გოგაშვილი, 306-ე საკანი”, – წერს სოსო გოგაშვილი.

იტვირთბა....