პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე კიევისთვის ბომბების დაშენა რუსულმა მხარემ ვერ გაბედა, რადგან უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ჩავიდნენ.
“კიევში გუშინ იმყოფებოდნენ უკრაინის ნამდვილი ძმები – პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი! ჰოდა რას გაბედავდა ნაძირალა ურდო კიევისთვის ბომბების დაშენას? დაიცა მოვიდეს ლიზ თრასი ახალ პრემიერად? მერე ნახონ ურდოსებმა წვა და შიმშილი! ძალიან მძლავრი უსაფრთხოების ღერძი ყალიბდება დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის სახით! იქვეა ბალტიის 3 ქვეყანა და ჩვენი ადგილიც მანდ არის! რა თქმა უნდა, აშშ-ს სტრატეგიული ტრანსატლანტიკური მოკავშირეობით!”, – წერს პეტრიაშვილი.
მისი თქმით, სამაგიეროდ, უკრაინა უტევდა მტერს აქტიურად:
“გუშინ მიიღო უკვე ჩვენებისგან ურდომ სადღესასწაულო ცეცხლოვანი სალამი! ზაპოროჟიეში, ლუჰანსკში, დონეცკში და რა თქმა უნდა ხერსონში, რა თქმა უნდა ნოვა კახოვკაში გუშინ მთელი დღე ფეთქდებოდა ურდოს შტაბები, შეიარაღების საწყობები! კახოვკის ხიდიც ანტინოვის ხიდის მსგავსად, საფეხმავლოდაც უვარგისი ხდება!
მალე დაგადგებათ ურდოსებს შიგ ხერსონში ჩვენების არმია!
მარტიდან მოყოლებული ჩვენებმა დაახლოებით დანიის ზომის ტერიტორია გაათავისუფლეს ურდოს ოკუპაციისგან!
ურდო ფხაკურობს, ოღონდ მართლა ფხაკურობს ბახმუტის, სლავიანსკის, ხარკოვის და კრამატორსკის მიმართულებით! ბოლო გაგართხალება აქვს ხერსონის მხარესაც! დღეში ჩვენების მონაგარი საშუალო 200 ტვირთი 200-ია, ანუ ივსება იოსია კობზონის რიგები! წინ 50 ათასიანი ნიშნულისკენ! ახალი სისხლის პრობლემები ექნება მალე იოსიას! აღარ უნდა რაშკას უკრაინაში სიკტილი!”, – წერს პეტრიაშვილი.