უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ქართველებს მიმართავს და 24-ში ერთი უკრაინული დროშის შეძენისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, რუსებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთიანები ვართ და უკრაინელების გვერდით ვდგავართ.
“24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, ქართველებო იყიდეთ ერთი უკრაინული დროშა და გამოფინეთ 24 ში, ვაჩვენოთ უკრაინელებს რამდენი ქართველი უდგას გვერდით, ვაჩვენოთ რუს მტერს რომ ერთიანები ვართ.
23-24 ში უამრავ უკრაინულ დროშას ველოდებით საქართველოში”, – წერს მამულაშვილი.