ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქვეყანას პოლიციელები ტოვებენ, ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების მასობრივად გადინება ხდება და საქართველოს ათასობით პოლიციელი ტოვებს.

მელიას თქმით, სამართალდამცველებს იმდენი უკანონო ბრძანების შესრულებას სთხოვენ, რომ უწყებაში დასაქმებულები ქვეყნიდან წასვლას, ან სხვა სამსახურებში გადასვლას ამჯობინებენ.

“უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით დაწერილი პატაკი უკვე დევს, რომლებსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი უკვე ამის გარეშეც გარბის. გარბიან და მექსიკის გავლით, ამერიკაში ჩასულები რეკავენ, რომ უწყება უკვე დატოვეს. გარბიან იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს. ქვეყანაში იმხელა უპერსპექტივობაა, უიმედობაა და მათგან იმდენი უკანონო ბრძანების შესრულება ითხოვენ, რომ ამ უსამსახურო ქვეყანაში თავისით ტოვებენ სამსახურს, ქვეყანას. ისინი ტოვებენ სამსახურის რადგან არ სურთ, რომ რუსული ოცნება მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში. ტოვებენ იმიტომ, რომ არ სურთ იცავდნენ რუსებს და მათ იმპერიალისტურ გამოხტომებს. არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობის არმცნობი, კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, პოზნერის ღომის წელვის დაცვა და შედეგად აღშფოთებული ქართველი ახალგაზრდების დაჭერა. მათ ასევე ასურთ უსამშობლო კადიროვისა და სერგეი ლავროვის ახლო მეგობრის, ოკუპაციის კანონის არა ერთხელ დამრღვევის, ცნობილი კადიროველის, ლევ ძენგოვის უსაფრთხოებას იცავდნენ ქართულ რესტორნებში დროს ტარებისას.” – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პატიაში გამართულ ბრიფინგზე.

იტვირთბა....