ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოჯახი 28 წლის პატიმრის ისრაელში გადაყვანას ითხოვს – “კრიტიკული პერიოდია 3-დან 5 დღემდე”

გლდანის ციხის პატიმრის, 28 წლის გურამ სვანიძის ოჯახი სამკურნალოდ ისრაელში ითხოვს მის გადაყვანას. პატიმრის დედა აცხადებს, რომ მას სამიდან ხუთ დღემდე კრიტიკული პერიოდი აქვს.

“ახლა ახალი ამბავი მომივიდა, რომ შეიძლება გადარჩენა ჩემი შვილის. არის შანსი რომ ისრაელში გადავიყვანო ბავშვი. თუკი ვინმეს შეუძლია დამეხმაროს, ვთხოვ რომ დამეხმარონ. კრიტიკული პერიოდი არის 3-დან 5 დღემდე, მაგრამ მანამდე მინდა გადავიყვანო, რომ ბავშვი გადავარჩინო. არ მივიჩნევ გავრცელებულ განცხადებებს რა თქმა უნდა სიმართლედ, რომ გადაყავდათ და მაგ დროს იყო გასროლები. არ იყო ეგეთი ბავშვი, არც თავისმომკვლელი იყო და არც იმის არ მჯერა, რომ წინააღმდეგობა შეეძლო. თუ ძალით არ გააღიზიანეს და თუ ძალით არ გაუკეთეს რაღაცა, არაფრის გამკეთებელი არ იყო, ძაან მშვიდი ბავში იყო“, – ამბობს პატიმრის დედა.

შეგახსენებთ, მსჯავრცებული შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” ბადრაგს თავს დაესხა და სამჯერ გაისროლა, აქედან ერთი ტყვია, თავის არეში დაიხალა, რის შედეგადაც, მას გამჭოლი ჭრილობა აქვს და საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

იტვირთბა....