ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კადრებში ჩანს, რომ ისვრის ორჯერ, შემდეგ შედის ცალკე კამერაში და თავის თავს ესვრის” – ადვოკატი

გლდანის ციხის პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რომ კადრებში, რომელიც ცოტა ხნის წინ აჩვენეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი უჭირავს და ისვრიც.

“ხელში უჭირავს იარაღი და 2-ჯერ ისვრის იქითკენ, რომ ვინმეს არ მოხვედროდა. შემდეგ შედის ცალკე კამერაში და თავის თავს ესვრის“, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, 28 წლის გურამ სვანიძე  შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” ბადრაგს თავს დაესხა, იარაღი წაართვა და თავის არეში გასროლით, თვითმკვლელობა სცადა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში, საავადმყოფოში იმყოფება.