ახალი ამბები მედია მთავარი

“მაესტროს” დამფუძნებელი პრემიერს მიმართავს

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი პრემიერს მიმართავს. ბაჩო კიკაბიძე გია გაჩეჩილაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს იხსენებს, სადაც მან განაცხადა, რომ პრემიერმინისტრს 2 დღეში ერთხელ ხვდება. კიკაბიძეს აინტერესებს, მოხდა თუ არა კიდევ მათი შეხვედრა და რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე. მისი თქმით, თუ პრემიერს და გაჩეჩილაძეს “მაესტროს” თემაზე არ უსაუბრიათ, მაშინ უფრო მეტი კითხვები ჩნდება.

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი დღესვე ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში აპირებს მისვლას. ის იმ დარჩენილი დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს, რომელიც ტელეკომპანია “მაესტრო 24”-ის ახალ მაუწყებლობაზე გადასვლას უზრუნველყოფს.

ბაჩო კიკაბიძემ მომავალში ერთ-ერთ მეწილესთან მაკა ასათიანთან კონსულტაციების გამართვის საკითხზეც ისაუბრა. კონსულტაციები გაიმართება მაკა ასათიანთან და მამუკა ღლონტთან ტელეკომპანიის სახელწოდების გარეშე გასვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, იფუნქციონირებს თუ არა კომპანია ამ ბრენდის ქვეშ.

როგორც ცნობილია, “სტუდია მაესტროს” აქციების 25 პროცენტიანი წილის მფლობელი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა.

ტელეკომპანიას “მაესტროში” მივიდა უკვე მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე, რომელსაც ჯერჯერობით დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდება დოკუმენტები და მიმოწერა, წილების გასხვისებასთან დაკავშირებით.

ადვოკატმა კონსულტაციები უკვე გამართა მაკა ასათიანთან. გიორგი გვენეტაძის თქმით, ასათიანი “მაესტროს” თანამშრომლებს უახლოეს მომავალში შეხვდება.

ბაჩო კიკაბიძე არ დაესწრება ბრიფინგს, რომელსაც ბაია გადაბაძე ადვოკატებთან ერთად მართავს.

იტვირთბა....