ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასპინძის მთაში დათვმა მწყემსი მოკლა

ასპინძაში, ნიალას მთაში დათვი კაცს თავს დაესხა, როგორც სოფელ ზველში მცხოვრებლები აცხადებენ, მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მათივე თქმით, გარდაცვლილი კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო და მწყემსად მუშაობდა.

„ეს შემთხვევა საზღვრის პირზე მოხდა „ნიალს“ მთას რომ უძახიან იქ, აქაური არ იყო.“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფელ ზველში მერის წარმომადგენელი გენადი ზედგინიძე.

იტვირთბა....