უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ევგენი ენინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, შეტევისთვის არ ემზადება, თუმცა, უკრაინელები მაინც მზადყოფნაში უნდა იყვნენ ოკუპანტებისგან მოსალოდნელი “სიურპრიზებისთვის”.
“რუსეთის ლიდერს უყვარს სიმბოლიზმი, ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ სიურპტიზებს ველით ჩვენი სახელმწიფოს ყველა მაცხოვრებლისთვის”, – განაცხადა ენინმა საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში.