ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიკერძოებულობის” მოტივით, ISFED პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მიიწვიეს

პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეობის საშუალება არ მიეცა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს”. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, “ქართული ოცნების” დეპუტატი გივი მიქანაძე ამ გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაციის მიკერძოებულობას ასახელებს.

მისი თქმით, თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი მაშინ დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძე ასევე აცხადებს, რომ “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, შვიდი კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, რომელიც დღევანდელ სხდომაზე მიწვეული ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მისი კოლეგებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის გამო, საია არც მომავალში აღარ მიიღებს მონაწილეობას.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან 4-4 დეპუტატია ჩართული პარტიებიდან “გირჩი”, “ევროპელი სოციალისტები, “მოქალაქეები” და “საქართველოსთვის”.

იტვირთბა....