ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან განსახილველი საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

“მთავარი არხის” დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე 17 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით წარუდგინა ბრალი. ტელეწამყვანი ბრალს არ აღიარებს.

 

იტვირთბა....