ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ყაზბეგში 3 ჰესის მშენებლობაში, 35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება

 

ენერგეტიკის სექტორში 35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება. “საერთაშორისო ინვესტიციების საკორდინაციო ცენტრი” ყაზბეგში 3 ჰიდროელეტროსადგურის პროექტის განხორციელებას იწყებს. ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე ბიზნესკონტაქტთან აცხადებს, რომ 2 მეგავატი სიმძლავრის ჰესის პროექტის განხორციელებაზე ენერგეტიკის სამინისტროსთან მემორანდუმი უკვე გაფორმდა, კიდევ ერთ პროექტზე კი უწყებასთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. რაც შეეხება მესამე პროექტს, როგორც გიორგი სეთურიძე ამბობს, ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე გააკეთეს.

“სამივე ჰესი, რომელიც მდინარე თერგზე და სნოს წყალზე აშენდება, ჯამში 25 მეგავატი სიმძლავრის იქნება. რაც შეეხება ინვესტიციას, დაფინანსებას ადგილობრივი და უცხოური ბანკებიდან მოვიზიდავთ, რაც დაახლოებით 35 მილიონ ევრომდეა”, – აცხადებს სეთურიძე.
საერთაშორისო ინვესტიციების საკორდინაციო ცენტრი ჰესების მშენებლობას 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

 

იტვირთბა....