ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დაზარალებულს იარაღით დაემუქრა, ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა” – პროკურატურა ნაკაიძეზე

პროკურატურამ მთავარი არხის ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა. საქმე აღძრულია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულ ა.პ.-ს. ამასთან, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

დაზარალებულის მომართვის საფუძველზე პოლიციამ ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავა. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....