aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“გომელაურზე გადაბიჯების გარეშე ვერავინ გასცემდა ბრძანებას” – მაჩალიკაშვილი გოგაშვილის წერილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გარეშე ბრძანებას ვერავინ გასცემდა.

მისივე თქმით, გოგაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ სწორედ მან მოიფიქრა როგორ გაეშავებინათ ეს საქმე და გაეჩინათ ეჭვი მაჩალიკაშვილის ტერორისტობის შესახებ.

“მოგზავნილი ამ ხელისუფლებისგან ბევრი ყოფილა ჩემთან, მაგრამ გოგაშვილს დავადოთ ხელი და გოგაშვილი დავადანაშაულოთო, ასეთი საუბარი არავისთან მქონია. აქ არის მოსული შავნაბადას სპეცრაზმი, აქ არის მოსული სუს-იდან ქვედანაყოფი. გომელაურს რომ არ გაეცა ბრძანება, მასზე გადაბიჯების გარეშე ხო არ გასცემდა სხვა ამ ბრძანებას? გოგაშვილს ვადანაშაულებ იმაში, რო მაგან მოიფიქრა ის, როგორ გაეშავებინათ ეს საქმე და როგორ გაეჩინათ ეჭვი, რომ მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტი“,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი “ტვ პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში.

ცნობისთვის, დღეს სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა გაავრცელა ღია წერილი და შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა. წერილში საუბარი ეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს.

იტვირთბა....