[su_quote]ნაცვლად იმისა, რომ [ამერიკის ელჩს] ჩვენს მიერ დასახელებულ არგუმენტებს კონტრარგუმენტები დაეპირისპირებინა და კითხვებზე პასუხი გაეცა, შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე გაუგებარს რომ იტყვის, ეს როგორც მინიმუმ არის არა მხოლოდ ამ დეპუტატების, არამედ საზოგადოებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფა. მეორე, როდესაც ელჩი ამდენი ნათელი მაგალითის ფონზე, არც ერთი მაგალითის საწინააღმდეგო კონტრმტკიცებულებას არ წარმოადგენს, ე.ი. ჩვენ მართლები ვყოფილვართ, როდესაც ჩვენ წერილებში ვსაუბრობთ ამა თუ იმ დარღვევასთან და არასწორ ნაბიჯთან დაკავშირებით, რასაც ახორციელდება შეერთებული შტატების საელჩო. შეთქმულება რა არის – მოსამართლე რომ დაიბარა და ანგარიში მოსთხოვა საელჩოს წარმომადგენელმა, ეს შეთქმულებაა? ან, როდესაც საელჩო ითხოვს, 30 წელი გადავიხადე მართლმსაჯულების განვითარებაში ფული, ახლა უნდა მქონდეს უფლება, რასაც ვეტყვი პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ის კანონები უნდა მიიღოს, ეს შეთქმულებაა? ეს საჯარო ინფორმაციები არ არის? ჩვენ ხომ საჯარო ინფორმაციები რაც არის და რაზეც ხალხს ხელი მიუწვდება შეიძლება, რომ შევახსენოთ იმაზე ვსაუბრობთ და ამის საწინააღმდეგო ხომ შეიძლება რამე თქვას? რადგან [კელი დეგნანი] ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს ამბობს, გამოდის, ჩვენი ის მაგალითები ყოფილა მართალი და ამას გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ნებისმიერი მისი გამოსვლა ამტკიცებს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ხალხს ვუთრათ სიმართლე სწორია[/su_quote]
ამის შესახებ “ართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა “მეტრონომს” ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადების თემის კომენტირებისას განუცხადა.
“არ ვარ დარწმუნებული თუ რას წარმოადგენს ეს ჯგუფი და რამდენად განსხვავდებიან მმართველო პარტიისგან, რომელიც მათ დატოვეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ, ის ბრალდებები, რომლებიც აშშ-ს წაუყენეს, უგუნური შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია”, – განაცხადა დღეს 17 აგვისტოს დეგნანმა “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე.