მთავარი საზოგადოება ციტატა

მეუფე სპირიდონი: ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსი ტურისტების მიმართ, ასე შვრებოდა გიტლერი

[su_quote]მე მინდა გითხრათ ძალიან უსიამოვნო ინციდენტის შესახებ. მოვისმინე სოციალურ ქსელებში, რომ რუს ტურისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არაფერში წერია. ჯერ ერთი, ვაჟა ფშაველას “სტუმარმასპინძელი” ხო მაინც წაგიკითხავს. მერე მეორე, ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული. უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ მოუწოდა, რომ რუს კარგ ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით და გამოდევნეთ თქვენ-თქვენი ქვეყნიდანო. ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი – საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა ხოცავდა ყველგან, მაღაზიაში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის მიმართ, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსი ტურისტების მიმართ. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა[/su_quote]

ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა.

იტვირთბა....