ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ლაშა ნაკაიძეს “მთავარმა არხმა” კონტრაქტი გაუწყვიტა

“მთავარი არხის” ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

“მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.
2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს-მ „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება 3 მუხლით დაიწყო.

როგორც “მეტრონომს” – ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.

126-ე მუხლი ძალდობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.

ცნობისთვის, სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით “მთავარ არხის” დილის გადაცემის წამყვანა ლაშა ნაკაიძე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.

იტვირთბა....