ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკიმ უმაღლესი სამხედრო სარდლობის პირადი შემადგენლობა შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენკის ბრძანებით, ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობის პირადი შემადგენლობა შეიცვალა.

დოკუმენტის შინაარსი პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა. ბრძანებულების მიხედვით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის პირად შემადგენლობაში აღარ შედიან იგორ ბაკანოვი, გრიგორი გალაგანი და  იური გალუშკინი.

პირად შემადგენლობას კი შემდეგი პირები დაემატნენ: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვასილ მალიუკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური იგორ ტანციურა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ვიქტორ ხირენკო და უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური იური ლებედი.

 

იტვირთბა....