ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი საუბრობს, რა შემთხვევაში დაიწყებენ რუსეთის მოქალაქეები პუტინზე ზეწოლას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყდება, ისინი ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას დაიწყებენ, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს.

ზელენსკის თქმით, ასეთი ტიპის სანქცია “ძალიან კარგი და მშვიდოებიანია”.

“დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ ევროკავშირში შესვლა. მე თავიდანვე ვთქვი, რომ საზღვრების ჩაკეტვას მივიჩნევ ყველაზე მნიშვნელოვან სანქციად, რადგან რუსები სხვა ქვეყნის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. დაე, იცხოვრონ თავიანთ სამყაროში, მანამ საკუთარ ფილოსოფიას არ შეცვლიან. აი ასე – ქვეყნები კეტავენ საზღვრებს და აწესებენ ემბარგოს ენერგორესურსებზე. პირადად ჩემი აზრით, ყველა დანარჩენი ვარიანტი უფრო სუსტია. სრული ემბარგო ენერგორესურსების იმპორტზე არ არის, საზღვრები არაა ჩაკეტილი”, – ამბობს ზელენსკი.

იტვირთბა....