ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ილვესი: თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, იქნება იზოლაცია

ესტონეთის ყოფილი პრემიერი ტომას ილვესი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არ უნდა საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას და ეს მოსაზრება არასდროს გამოუთქვამს.

ილვესის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

“მე არ მაქვს არანაირი სურვილი, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში ჩართვა არავის უნდა, მათ შორის არც ესტონეთს და რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს ეს საქართველოსთვის? მე არასოდეს, არანაირ კონტექსტში ეს მოსაზრება არ გამომითქვამს და არ გამივრცელებია. მეორე მხრივ, სანქციების შესახებ რომ ვთქვათ, ამას ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს არის ის, რასაც მოველით ვინმე ისეთისგან, რომელსაც ჩვენიანად განვიხილავთ. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ნამდვილად გამოიყენება რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებად, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამას რეაგირება მოჰყვება და ეს რეაგირება, ჩემი აზრით, ძალიან მკაცრი იქნება”, – აცხადებს ილვესი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს ეს რეაგირება, ილვესი პასუხობს – “იზოლაცია!”

იტვირთბა....