ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ილვესი: სასაცილოა ის, რომ რუსი ტურისტები დღეს აქ ჩამოდიან და კარგ დროს ატარებენ

[su_quote]ეს რთული საკითხია თითოეული ქვეყნისთვის. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მტკიცედ გვჯერა, რომ თუ თქვენ შეიჭერით ქვეყანაში, მაშინ ნამდვილად არ უნდა გქონდეთ ევროპაში მოგზაურობის პრივილეგია. შედარებისთვის მაგალითი იქნებოდა ის, რომ ნაცისტები დასასვენებლად მაიამიში ჩასულიყვნენ 1940 წელს, სანამ შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვებოდა. ეს სასაცილო იქნებოდა და ვფიქრობ, სასაცილოა ის, რომ რუსი ტურისტები დღეს აქ ჩამოდიან და კარგ დროს ატარებენ. გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც, ჩამოსული რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ავიწროებენ, რაც მე სრულიად ამაზრზენ და წარმოუდგენელად უსინდისო საქციელად მიმაჩნია. მათ აქვთ ვიზები ევროპაში ჩასასვლელად და ამ ქვეყნებში ჩადიან და ავიწროებენ უკრაინელებს, რომლებსაც თავის გადასარჩენად საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა დასჭირდათ – ეს ამაზრზენია. ეს ჩვენი, ბევრი ესტონელის და ასევე სხვების შეხედულებაა. ამასთან, ტურისტული ვიზების უფრო ფართო პრობლემაც არსებობს. გახსოვთ ალბათ, გრუ-ს აგენტები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, სერგეი სკრიპალზე თავდასხმის მოსაწყობად და გაერთიანებული სამეფოს ერთი მოქალაქე მოკლეს. ასევე ტურისტული ვიზების მქონე ხალხმა მოკლა ლტოლვილი ბერლინში და ააფეთქა იარაღის საწყობი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაიღუპა. ახლა საქმე ისაა, რომ ტურისტული ვიზები ნამდვილად არის პრივილეგია, რომელიც ბოროტად იქნა გამოყენებული ყველაზე საბაზისო პრინციპის დონეზეც კი. მისი გამოყენებით ისინი ევროკავშირში მკვლელობებს ჩადიან. ვფიქრობ, დროა ეს დავასრულოთ.[/su_quote]

განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტომას ილვესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

იტვირთბა....