ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 35 წლის მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1-ის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს.

პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მამაკაცი ზუგდიდში გალის რაიონიდან გადმოიყვანეს. როგორც ცნობილია მის გადმოყვანას ენგურის ხიდზე პრობლემები შეექმნა. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე 10-ე შემთხვევაა.

 

იტვირთბა....