aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, ქუთაისის მერიამ აქტივისტები 1000 ლარით დააჯარიმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისის მერიამ 1000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია”-ს წევრებს, რომლებიც ქალაქის ცენტრში სტიკერებს აკრავდნენ წარწერებით – “პუტინი ოკუპანტია”; “მტრების მიმართ არ ვართ კეთილგანწყობილი”.

კანონდარღვევის მტკიცებულებად, მერიამ ის ფოტოები გამოიყენა, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებმა თავად გადაიღეს და გაავრცელეს.

“დაგვაჯარიმეს სტიკერების გაკვრის გამო. რომ ყოფილიყო შინაარსი ვიბარებთ თმებს ან ვაქირავებ ბინას, ცხადია არავინ შეგვეხებოდა, რადგან აჭრელებულია მსგავსი შინაარსის რეკლამებით. მაგრამ რა თქმა უნდა შინაარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს არის იმ დამკვიდრებული პოლიტიკის აგრესიული გამოვლინება, რასაც ბოლო დროს ქვეყანაში ვნახულობთ. ჩვენ ველოდებით სასამართლოზე ადმინისტრაციულ ორგანოს იმისთვის, რომ დაამტკიცონ იმ ცინიკურების მიზეზი, რომ ჩვენ 7 აგვისტოს არ გვქონია ომიდან მე14-ე წლისთავზე ანტისაოკუპაციო სტიკერების უფლება”, – ციტირებს “ფორმულა” ორგანიზაციის წევრის, თორნიკე ბარათაშვილის სიტყვებს.

იტვირთბა....