ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: დასავლეთი დევნილ რუსებს უნდა დაეხმაროს, მაგრამ ტურისტული ვიზები არ გასცეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცადებით, იმ პირებს, რომლებსაც რუსეთში დევნიან, ცივილიზებულმა სამყარომ დახმარება უნდა აღმოუჩინოს, თუმცა, რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზის გაცემა უნდა შეწყდეს.

“მათ უნდა მიიღონ დახმარება ცივილიზებული სამყაროსგან. ცნობილი იურიდიული მექანიზმებია – ლტოლვილის სტატუსი, თავშესაფრის მოთხოვნა, დახმარებისა და მხარდაჭერის სხვა შესაძლებლობები. მაგრამ ეს მათთვის, ვინც იბრძვის, ვინც იდევნება. არ შეიძლება თვითონ ევროპის იდეის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების განადგურება, ანუ არ შეიძლება ევროპის “სუპერმარკეტად გადაქცევა”, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შედის – მთავარია, რომ ადამიანმა საქონლისთვის თანხა გადაიხადოს. ამიტომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები სამართლიანია და ევროპული ღირებულებების ყველა დამცველი ამას დაჟინებით უნდა მოითხოვდეს”, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....