პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ფრონტის ხაზზე უკრაინელების გუშინელ წარმატებებზე შემაჯამებელ პოსტს აქვეყნებს.
“მალე უკრაინის ტერიტორიაზე ურდოს საწყობი, წესით აღარ უნდა დრჩეს! ჩვენების გუშინდელი დღის მონაგარი კიდევ 3 საწყობია: 2 დონეცკში, 1 ხერსონში! ზემოდან კიდევ 1 საშტაბო პუნქტი ზაპოროჟიეში! წავიდა საკანცერტე მასალაა!
შეიძლება ვიმეორებ, მაგრამ კარგია რომ ვიმეორებ: ბახმუტის, კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებებით ყველგან მოსდეს ღრანჭში ჩვენებმა ორკებს! გვიტევდნენ, მაგრამ ისევ გაქუსლეს!
ხმელეთზე ხო ადუღებენ ჩვენები, რაც კი რამე დაგორავს და დაცოცავს ურდოსი, ახლა ჰაერსაც მთლიანად წაართმევენ ურდოს ამერიკული რადარსაწინააღმდეგო რაკეტებით ჩვენების თვითმფრინავები!
ამ ნაძირლებს ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეგაა მშვიდობიანების დაბომბვა! გუშინ ღამე ისევ ესროლეს რაკეტები ხარკოვს, მაგრამ აქაც ინტენსივობა სერიოზულად დაკლებულია და შესაბამისად მსხვერპლიც!
უკრაინას ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს სარაკეტო ტერორი! პირიქით, უფრო მეტად ბრაზდებიან და უფრო მეტად თავდადებით იბრძვიან მტრის წინააღმდეგ! მაინც ვერ მოვერევით და თავი რაზე მოვაკვლევინოთ, აქოთებული აზროვნება, უკრაინაში არ მუშაობს!
თანაც დღეს უკვე უკრაინა თანამედროვე, ნატოს შეიარაღებით აღჭურვილი და ბრძოლაში გამობრძმედილი არმიაა, ურდო კი დემორალიზებული, გამოფიტული და ძველი საბჭოთა ტექნიკის ამარა დარჩენილი ხროვაა!”, – წერს პეტრიაშვილი Facebook-ზე.
ამავე თემაზე: “12 ათასი ურდოსი იქნება გამომწყვდეული ხერსონში – ან ჩაგვბარდებიან, ან და…”- პეტრიაშვილი უკრაინაში ომზე