ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“12 ათასი ურდოსი იქნება გამომწყვდეული ხერსონში – ან ჩაგვბარდებიან, ან და…”- პეტრიაშვილი უკრაინაში ომზე

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხერსონის ოლქში იმ ბოლო ხიდის აფეთქებას ეხმაურება, რომლის საშუალებითაც რუსებს ტექნიკა გადაჰყავდათ.

“ერთადერთი ხიდი ჰქონდა დარჩენილი ხერსონში მძიმე ტექნიკის შესაზიდად ურდოს და ისიც დაუდუღეს ჩვენებმა! აწი თუ გაკურცხლავენ, მხოლოდ ფეხით, მაგრამ მაგ ხიდებზე გადასვლის გამბედაობა ვინ მიცა ურდოს! 12 ათასი ურდოსი იქნება გამომწყვდეული ხერსონში: ან ჩაგვბარდებიან ან იოსია ძიას კონცერტზე გაემგზავრებიან! ორივე გაგვიხარდება! ჩვენი ტყვეების გამოსახსნელად კარგია ბევრი ორკი დედიკო-დედულია-დედას რო ურეკავს, მიშველე, მიშველეო!
მალე უკრაინის ტერიტორიაზე ურდოს საწყობი, წესით აღარ უნდა დრჩეს! ჩვენების გუშინდელი დღის მონაგარი კიდევ 3 საწყობია: 2 დონეცკში, 1 ხერსონში! ზემოდან კიდევ 1 საშტაბო პუნქტი ზაპოროჟიეში! წავიდა საკანცერტე მასალაა!
შეიძლება ვიმეორებ, მაგრამ კარგია რომ ვიმეორებ: ბახმუტის, კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებებით ყველგან მოსდეს ღრანჭში ჩვენებმა ორკებს! გვიტევდნენ, მაგრამ ისევ გაქუსლეს!
ხმელეთზე ხო ადუღებენ ჩვენები, რაც კი რამე დაგორავს და დაცოცავს ურდოსი, ახლა ჰაერსაც მთლიანად წაართმევენ ურდოს ამერიკული რადარსაწინააღმდეგო რაკეტებით ჩვენების თვითმფრინავები!
ამ ნაძირლებს ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეგაა მშვიდობიანების დაბომბვა! გუშინ ღამე ისევ ესროლეს რაკეტები ხარკოვს, მაგრამ აქაც ინტენსივობა სერიოზულად დაკლებულია და შესაბამისად მსხვერპლიც!
უკრაინას ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს სარაკეტო ტერორი! პირიქით, უფრო მეტად ბრაზდებიან და უფრო მეტად თავდადებით იბრძვიან მტრის წინააღმდეგ! მაინც ვერ მოვერევით და თავი რაზე მოვაკვლევინოთ, აქოთებული აზროვნება, უკრაინაში არ მუშაობს!
თანაც დღეს უკვე უკრაინა თანამედროვე, ნატოს შეიარაღებით აღჭურვილი და ბრძოლაში გამობრძმედილი არმიაა, ურდო კი დემორალიზებული, გამოფიტული და ძველი საბჭოთა ტექნიკის ამარა დარჩენილი ხროვაა!
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველას გასაგონად უკრაინის პოზიცია:
მინსკის ახალი შეთანხმება რუსეთთან არ მოხდება;
რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ:
ურდო გავა სრულად უკრაინის ტერიტორიიდან;
გადაიხდის ასეულიბით მილიარდიან ზარალს, რომელიც მიაყენა უკრაინას ნგრევის შედეგად და რეპარაციას დაღუპულების ოჯახებისთვის!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”, – წერს პეტრიაშვილი Facebook-ზე.

იტვირთბა....