უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დარჩენილი ბოლო ხიდიც გაანადგურეს, რომლის საშუალებითაც რუსი ოკუპანტები ტექნიკის მარჯვენა სანაპირო ნაწილზე გადატასანად იყენებდა. ამის შესახებ ხერსონის ოლქსი დეპუტატი, სერგეი ხლანი Facebook-ზე ავრცელებს ინფომრაციას.
“დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხიდან უკანასკნელ ხიდს მოარტყეს, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებდა. ანუ, რუსებს არანაირი საშუალება აღარ ექნებათ საკუთარი ტექნიკის გადასატანად”, – წერს უკრაინელი დეპუტატი.