თბილისის საქალაქო თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით, იუსტიციის საბჭომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო – ამის შესახებ ახვლედიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ახვლედიანის თქმით, იუსტიციის საბჭო მას ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს, ამის მიზეზი კი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ მისი განცხადებები გახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ცნობით, დისციპლინური დევნა მის მიმართ 3 თებერვალს დაიწყო. ამას წინ უძღვოდა ახვლედიანმა განცხადება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების გაჟონვის ფაქტებზე.
ახვლედიანის თქმით, მოსამართლეთა ტესტირების თემა დისციპლინარული დევნის უშუალო მიზეზი არ გამხდარა.
იუსტიციის საბჭოს დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.