aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთს ვერ გავუმკლავდებით, ამიტომაც გვჭირდება NATO – საქართველოს ელჩი ისრაელში

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი არ დასრულებულა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვისთვის NATO სჭირდება.

“ჩვენ რუსეთს ვერ გავუმკლავდებით, ამიტომაც გვჭირდება NATO”, – ამბობს ჟვანია და დასძენს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვითარება 2008 წელს განსაკუთრებით იმის გამო დაიძაბა, რომ საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

“არავინაა დაცული რუსეთის აგრესიისგან. რუსეთის ამბავი არ დასრულებულა და არც არასდროს დასრულდება, თუ საერთაშორისო საზოგადოება მას წინ არ აღუდგება. ჩვენ მათ სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებთ. დღეს არავის აქვს მოსვენება, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ყოველთვის უნდა ვიყოთ განგაშში. ისრაელი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს”, – ამბობს ლაშა ჟვანია.

 

იტვირთბა....