aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის გვერდის ავლის მიზნით, ყაზახეთი ნავთობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაყიდის – Reuters

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს.

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებითაა განპირობებული, რომელიც ყაზახეთს CPC მილსადენის შეჩერებით დაემუქრა.

საგულისხმოა, რომ რუსულ მილსადენს ყაზახეთი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყენებდა, თუმცა უკრაინასთან მიმდინარე ომმა და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ ყაზახეთის მთავრობას ეკონომიკურად შედარებით ხარჯიანი, თუმცა უსაფრთხო ალტერნატივის არჩევისაკენ უბიძგა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახურ სახელმწიფო კომპანია Kazmunaigaz-სა და აზერბაიჯანულ SOCAR-ს შორის, რათა ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით ყოველწლიურად 1.5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გატარების საშუალება მიეცეს.

იტვირთბა....