ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება” – შოლცი უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი “მარშალის გეგმაზე” მასშტაბური იქნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, “მარშალის გეგმა” იყო მასშტაბური პროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას აღდგენაში დაეხმარა.

„ზარალი დრამატულია, ის მილიარდები დაჯდება და მთელ გლობალური საზოგადოებისგან გონივრული გადაწყვეტილებების შემუშავებას მოითხოვს. ეს იქნება, დიდი ამოცანა, რომელსაც მარშალის გეგმასთან მცირე კავშირი აქვს – [უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმა] უფრო მასშტაბური იქნება“, – თქვა შოლცმა ხუთშაბათს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იტვირთბა....