უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით, კონტაქტის ხაზის გასწვრივ რუსული საოკუპაციო ჯარების სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინელებმა დღის განმავლობაში ვერტმფრენებიდან და თავდასხმის თვითმფრინავებიდან რვა საჰაერო დარტყმა მიიტანეს სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებზე, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია იყო. შედეგად, განადგურდა მტრის სამეთაურო პუნქტი.