უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ პირობით, რომ მათში კენჭს არ იყრის სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამის შესახებ არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და არასდროს ვეჯიბრები იმ ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ვერასოდეს გამოვხატავს… იმიტომ, რომ მე არ ვთამაშობ ბინძურად“, – თქვა მან.
არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ საომარი სიტუაციის დროს საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

