ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ჩუბაროვი: ძლიერმა სიგნალმა, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია, იქ ბევრი გაახარა

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის, რეფატ ჩუბაროვის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკის აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები სიგნალი იყო რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ უკრაინა ნახევარკუნძულს დაიბრუნებს.

როგორც მან Свобода Live-ის ეთერში აღშნიშნა, ყირიმში ბევრი ერთნიკურად უკრაინელი ცხოვრობს,

“ეს, როგორც იქნა, 8 წელზე მეტი ხნის ხანმავლობაში პირველი რეალური სიგნალი არა მხოლოდ რუსი ოკუპანტებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყირიმში ბევრი ადამიანი – ეთნიკური უკრაინელები, ყირიმის თათრები ამ აფეთქებების შემდეგ გახარებულები ურეკავდნენ ერთანეთს, რადგან ძალიან ძლიერის სიგნალი მიიღეს, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია. თუმცა, მეორე ნაწილი, რომ ხალხი, რომლებიც ყირიმში ოკუპაციის შემდეგ დასახლდნენ ან იქ დასასვენებლად ჩავიდნენ პანიკაში არიან, მართალია. ხალხმა ეგრევე დაიწყო ყირიმიდან გასვლა”, – ამბობს ჩუბაროვი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე ძლიერი აფეთქებები სამშაბათს, 9 აგვისტოს მოხდა.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა Facebook-ზე იუწყება, ნახევარკუნძულზე აფეთქების შედეგად მოწინააღმდეგის ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ამავე თემაზე: VIDEO:ყირიმის დავომბვიდან 2 დღის შემდეგაც გასასვლელში საცობებია- ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიას მასიურად ტოვებს

ამავე თემაზე: როგორია ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქებების მასშტაბი

იტვირთბა....