ყირიმის ნახევარკუნძულზე, ნოვოფიოდოროვკას აეროდრომზე განადგურებული და დაზიანებული საფრენი აპარატების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდა:
განადგურებულია: 8 СУ-27, 6 ვერტმფრენი МІ-8, 5 СУ-24 ,4 СУ-30М , 1 თვითმფრინავი , ІЛ-20RT და მინიმუმ, 4 საბრძოლო მასალების საწყობი.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც ირკვევა, აფეთქების შედეგად 9 რუსული თვითმფრინავი განადგურდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.

