ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს.

ამასთან, პოდოლიაკი ამბობს, რომ ბიზნესმენებს გავლენა პოლიტიკაზე არ უნდა ჰქონდეთ.

„ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. დარწმუნებული ვარ, ინდივიდუალური სანქციები იქნება. ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა როდესაც ხვდები რომ შესაძლებელია შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა.

უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ ქვეყანას ამ გზას გაივლის“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

იტვირთბა....