ახალი ამბები მთავარი

კალაძეს საქართველოში თურქმენეთის მსგავსი რაოდენობის ბუნებრივი აირის არსებობის არ სჯერა

“კომპანია „ფრონტერას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გაზის იმხელა მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია,” – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, კომპანია “ფრონტერას“ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, კახეთში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

ენერგეტიკის მინისტრი გუშინ სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა ექსპერტებსა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

„შეიძლება, გარვეული მარაგები იყოს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად არის მილიარდობით ინვესტიციები განსახორციელებელი და შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ დამტკიცების შემთხვევაში, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება ფინანსურად, კომერციულად, ბიზნესის თვალსაზრისით ამ გაზის ამოღება. თუმცა, „ფრონტერა“ უკვე 20 წელია, მოღვაწეობს საქართველოში. მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში ამ სამუშაოების განხორციელებაზე არანაირი წინადადება არ არის,“ – ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია „ფრონტერას“ ინფორმაციას ეყრდნობა.

იტვირთბა....