aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპირებულ მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, – ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს ინფორმაციას.

“მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. ველოდებით განახლებულ სიახლეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელში აზიარებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ სავარაუდოა, რომ ოკუპანტები დაბომბვის შედეგად დანგრეულ სახლებს ააფეთქებენ, რომელთა აღდგენა შეუძლებელია.

იტვირთბა....