“მდგომარეობა მესამე სიმძიმის კატეგორიისაა, ესაა სიკვდილის წინა სტადია” – ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
“თითქმის 1 თვეა არ მოგვინახულებია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ მედიის საშუალებითა და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით ვიცით. რაც შეეხება ბოლო ნახვასა და ჩვენს პირველ ნახვას შორის, არის დრამატული სხვაობა. ის იყო ადამიანი, რომელსაც უჭირდა სიარული, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორც დღეს გვეუბნებიან. ამიტომ, ამ დღეებში, ალბათ, ჩვენ მოვინახულებთ მას, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს. სიმძიმის კატეგორია შემიძლია, გაგიმხილოთ, ეს არის მე-3 სიმძიმის დაავადება, ხარისხის დაავადება, მესამე ეს არის ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია”,- ამბობს ოთარ თოიძე.

