ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს, აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, განცხადება არ გაუკეთებია – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განცხადება გააკეთა საააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ექსპრეზიდენტს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია.

“ამ თემაზე თითქმის არ გვილაპარაკია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას“, – “ნეტგაზეთის” ცნობით, განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისივე თქმით, ეს დღეები სააკაშვილი ძალიან ცუდად იყო, მას ანთებითი პროცესები, სიცხე ჰქონდა.

 

 

იტვირთბა....