[su_quote]ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან, უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მიხეილ სააკაშვილი ფაქტორია საქართველოს პოლიტიკაში – მისი პიროვნება მისი ისტორიიდან გამომდინარე, მისი აწმყო – ფაქტორია საქართველოს პოლიტიკაში.
რაც შეეხება მის ღია მონაწილეობას არჩევნებში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მისი პიროვნების, მისი პირადი გადასაწყვეტია და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლების გადასაწყვეტი, ამიტომ მხოლოდ მისი სოციალური ქსელიდან, სტატუსებიდან და ა.შ. ან რამდენიმე ადვოკატის განცხადებიდან არ ვიმსჯელებდი.
წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. ის არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.[/su_quote]
“ინტერპრესნიუსის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

