ახალი ამბები საზოგადოება

მერია თბილისში დაფიქსირებული რუსული სანომრე ნიშნის მქონე “კამაზების” შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია თბილისში დაფიქსირებული რუსული სანომრე ნიშნიანი “კამაზების” შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ალექსანდრე ალაფიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოებსი რომელზეც რუსული კამაზები, რუსული ნომრებით თბილისის ქუჩებში არიან განლაგებული.

იტვირთბა....