“გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეული არ არის”.- ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა გუშინ, არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, “გაზპრომთან” მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება არასამთავრობოებთან გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს, როგორ აფასებს ხელისუფლება “გაზპრომს” და ხედავს თუ არა ის მოლაპარაკებებში პოლიტიკურ კონტექსტს, კალაძემ აღნიშნა, რომ “ამ მოლაპარაკებებში არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს”.
“მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები “გაზპრომთან”. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულის მიუხედავად აშენებდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ დღეს ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაც ან რაღაცების ხარჯზე დავანგრიო,” – განაცხადა კალაძემ.
იტვირთბა....