აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსაც შეხვდება.

„პარტნიორობის გაძლიერებისთვის ვმუშაობთ, რათა ადამიანების სიცოცხლის რეალური დაცვა უზრუნველვყოთ, სტაბილურობას ხელი შევუწყოთ და როგორც ჩვენს ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ერთობლივ ძალისხმევას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოაქვს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

იტვირთბა....