ტელეკომპანია “პირველზე” ინგა გრიგოლია დღის ამბები ეთერში ვერ გავიდა.
მიზეზის შესახებ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს: “მთელი ტექნიკა გაგვეთიშა და მთელი გადაცემა აგვიყირავდა…ორზეც და ოთხზეც…მაგრამ როგორც გადარეული ოპტიმისტი, ვიმედოვნებ, რომ შვიდისთვის მაინც გავალთ ხარისხიანად… ასეთია ნულიდან დაწყების სიმწარე….და მერე,როცა ნელ-ნელა შენდება-ძაან ტკბილია ხოლმე აშენებული” – წერს ჟურნალიტი.
შეგახსენებთ, პოპულარული ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “პირველის” ეთერში თებერვლიდან გადის.