რა საქართველო უკვე არ არის ომში, არ აქვს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?,– აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან უჭერთ მხარს თავისუფლებას ან არა. არავინ გთხოვთ უკრაინის გამო ნაბიჯის გადადგმას, თუმცა მგონია, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს გააზრებული არჩევანი, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი. ან ხართ სიკეთის მხარეს, ან კიდევ ქვეყნის, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს, უფრო მეტი სისხლისღვრით და უფრო მეტი კაციჭამიაობით. თქვენ უნდა აირჩიოთ, მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას. საქართველოს შეუძლია ეს თავად გააკეთოს”, – აცხადებს პოდოლიაკი.

